სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა
სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ცნობით,  შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

„სიენენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხალხის ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში. 3 მაისს სერბეთის დედაქალაქში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი – ბავშვი.