სერბეთში, სამხედრო საწყობებში რამდენიმე აფეთქება მოხდა
სერბეთში, სამხედრო საწყობებში რამდენიმე აფეთქება მოხდა

სერბეთში, სამხედრო საწყობებში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ ჩაჩაკის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში მოხდა.

მომხდარის გამო, ახლომდებარე დასახლებებში სახლების ნაწილი დაზიანდა, ჩაიმსხვრა მინები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქება ღამით მოხდა და მოქალაქეების ნაწილს სახლების დატოვება მოუწია.

მოგვიანებით, საწყობის მფლობელმა კომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ევაკუირებული იყო 30 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური.