სერბეთში, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სერბეთში, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სერბეთში, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქართველოს ორი მოქალაქე დასავლეთ სერბეთის ქალაქ უჟიცეში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მათ საცხოვრებელ ბინაში ჩრხეკის დროს მოპარული ნივთები აღმოაჩინეს, მათ შორის ოქროს სამკაულები, ფული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ამჟამად, საქართელოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, მათ ბრალს ოფიციალურად 48 საათის განმავლობაში წარუდგენენ.