სერბეთში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სერბეთში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სერბეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ბელგრადში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა ესროლეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ადგილობრივი დროით საღამოს, დაახლოებით, 08:00 საათზე შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე საათში მათ პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკის გაშვება დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს.

საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა სხვა ქალაქებში, მათ შორის ნოვი-სადში, ნიშსა და ვალიევოში.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი ასევე გამოიყენეს ნიშში აქციის მონაწილეების დასაშლელად.

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან იმართება, როდესაც ქალაქ ნოვი-სადის განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ და ვადამდელი არჩევნების გამართავს ითხოვენ.