სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე მესამე დღეა, ბელგრადში აქციებს მართავენ
სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე მესამე დღეა, ბელგრადში აქციებს მართავენ

სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე მესამე დღეა, ბელგრადში აქციებს მართავენ, ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა.

ოპოზიციის ლიდერმა, მიროსლავ ალექსიჩმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ადვოკატებმა 17 დეკემბრის არჩევნების გაუქმება მოითხოვეს. ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მმართველმა პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა. მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსი სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ მეორე ადგილზეა ხმების 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სერბეთის სოციალისტური პარტია 6,56%-ით.