სერბეთში მზადყოფნას აცხადებენ, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლონ
სერბეთში მზადყოფნას აცხადებენ, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლონ

სერბეთში მზადყოფნას აცხადებენ, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლონ. როგორც სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა განაცხადა, სერბეთი იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომლებიც „კეთილი სამსახურის შეთავაზებით გამოდიან“.

„სერბეთი, პრინციპში, მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მათი საზღვრების შესაბამისად, რომლებიც გაერო-ს მიერა განსაზღვრული“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯურიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი აფასებს საკუთარ ადგილს ევროპაში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მან ასევე ხაზი გაუსვა სერბეთის მჭიდრო ურთიერთობებს აშშ-თან.

„სერბეთი ამაყობს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რომლებიც ღრმად არის ჩაბეჭდილი ჩვენი ერის ისტორიაში და რამაც საშუალება მოგვცა, დავრჩეთ დამოუკიდებლები მრავალი საუკუნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყანა არ ვართ“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.