სერბეთში მეხუთე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება
სერბეთში მეხუთე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება

სერბეთში საპროტესტო აქციების მეხუთე ღამე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში გასულ კვირას დაიწყო და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დღეს მშვიდ ვითარებაში იმართება.

დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სერბეთის სხვა ქალაქებშიც.

ბელგრადში საპროტესტო აქციები თავდაპირველად მთავრობის მიერ კარანტინის რეჟიმის ხელახლა შემოღების გადაწყვეტილების გამო დაიწყო, თუმცა „ევრონიუსის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები ახლა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის „კოვიდ19“-თან გამკლავების პოლიტიკას აპროტესტებენ.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 18 360 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 393 პაციენტი.