სერბეთში ისრაელის საელჩოს დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

11:54, 28.10.2026

სერბეთში ისრაელის საელჩოს დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს, დაჭრილმა თავდამსხმელი თავდაცვის მიზნით მოკლა. ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ ფაქტს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ.

მისი თქმით, არასრულწლოვანს ორი დანა ჰქონდა და თავდასხმამდე „ალაჰ აკბარ“ (ღმერთი ყველაზე დიდია) დაიყვირა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ ისრაელის საელჩოს დაცვის წევრი სახის არეში მსუბუქად დაჭრა.

დაჩიჩის თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სერბეთის დასავლეთ ქალაქიდან, საბაციდან იყო და მას სერბეთის უსაფრთხოების სააგენტოები აკვირდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ისლამური სახელმწიფოს ჯგუფის მხარდამჭერი იყო.

მსგავსი