სერბეთში ძლიერი ქარის, სეტყვისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

15:08, 22.05.2024

სერბეთში ძლიერი ქარის, სეტყვისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანას ხე დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, შემთხვევა ქალაქ სომბორში მოხდა, მაშველებს კი ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაციაც მოუწიათ.

სერბეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ნოვი პაზარში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე რაიონი დატბორა. ძლიერი წვიმა სეტყვასთან და წყალდიდობასთან ერთად დაფიქსირდა რამდენიმე სხვა რაიონშიც, მათ შორის სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.

მსგავსი