სერბეთში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი

18:20, 30.04.2019

სერბეთში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავარია ადგილობრივი დროით 18:45 საათზე ქალაქ კურშუმლიასთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შემდეგ ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი