სერბეთში აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ამოქმედდება
სერბეთში აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ამოქმედდება

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ვფიქრობ, ოფიციალურად გადაწყვეტილება ხვალ ან ზეგ იქნება მიღებული, მაგრამ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა წითელ პარასკევს ყველაფრის შეძენა მოახერხონ, კომენდანტის საათი ამოქმედდება პარასკევს, 17:00 საათიდან და სამშაბათს დილის 05:00 საათამდე იქნება ძალაში,“ – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთში ახალი კორონავირუსი სულ 4 465 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 94 მოქალაქე.