სერბეთსა და ხორვატიას შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მიგრანტები დაბანაკდნენ

07:13, 27.12.2017

სერბეთსა და ხორვატიას შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაახლოებით 150-მა მიგრანტმა სახელდახელო ბანაკი მოაწყო. ისინი ხორვატიაში შესვლით ევროკავშირში მოხვედრას ითხოვენ.
ხორვატიის პოლიციამ საზღვართან სპეცრაზმელების კორდონი განალაგა და მიგრანტები, მათ შორის ქალები და ბავშვები, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ოფიციალური მონაცემებით, სერბეთში დაახლოებით 4500 მიგრანტია, რომლებიც მათთვის მოწყობილ რეგულარულ ბანაკებში რჩებიან. ასობით მათგანი იმყოფება ბელგრადშიც.

უმეტესად ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან წამოსული თავშესაფრის მაძიებლები სერბეთში მიგრაციას განაგრძობენ, ძირითადად, ბულგარეთის გავლით და საბოლოოდ ხორვატიაში გადასვლას ცდილობენ.

რეგულარულ ბანაკებში მცხოვრებლები კი ლეგალური საშვის მოლოდინში არიან ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში, უნგრეთში გადასასვლელად.

მსგავსი