სერბეთმა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო

20:12, 16.01.2021

სერბეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო.

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი ბელგრადის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა.

ცნობისთვის, ჩინური ვაქცინა უკვე გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში.

მსგავსი