სერბეთის სტუდენტურმა მოძრაობამ პრეზიდენტობის კანდიდატად უნივერსიტეტის პროფესორი რადომირ საიჩიჩი წარადგინა
სერბეთის სტუდენტურმა მოძრაობამ უნივერსიტეტის პროფესორი რადომირ საიჩიჩი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, 65 წლის საიჩიჩის კანდიდატურას მხარი პოლიტიკურმა ჯგუფმა, „სტუდენტურმა სიამ“ დაუჭირა. აღნიშნული ჯგუფი ამჟამად სერბეთის პარლამენტში უმრავლესობას აკონტროლებს.
მედიის ცნობით, საიჩიჩმა ცნობადობა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს მოიპოვა, რომელიც ქვეყანაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აქციებს სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ და ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
მოსალოდნელია, რომ საიჩიჩი, რომელიც ამჟამად დეპუტატია, მანდატზე უარს იტყვის, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება.