სერბეთის შს მინისტრი - პრეზიდენტს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტელეფონზე უკანონოდ უსმენდნენ
სერბეთის შს მინისტრი - პრეზიდენტს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტელეფონზე უკანონოდ უსმენდნენ

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტელეფონზე უკანონოდ უსმენდნენ. ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა.

სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები 1 572-ჯერ ჩაიწერეს უკანონოდ.

ალექსანდრ ვულინის განცხადებით, უკანონო მოსმენებში სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იღებდნენ მონაწილეობას.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამინისტრომ გამოძიების მასალები პროკურატურას გაუგზავნა.

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმებოდა. ვულინის განცხადებით, პრეზიდენტის მოსმენა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ მან ომი გამოუცხადა მაფიას.

დატოვე კომენტარი