სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პროგრესული პარტია 62.4 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზეა სოციალისტური პარტია 10,7 პროცენტით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
არჩევნებზე მოსახლეობის 48 პროცენტი მივიდა, რაც 2016 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 10 პროცენტით ნაკლებია.
არჩევნებზე დაბალ აქტივობას აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნები სამართლიანად ვერ ჩატარდება, რადგან ვუჩიჩი მედიას სრულად აკონტროლებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.