სერბეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს
სერბეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს

სერბეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ალესანდრ ვუჩიჩის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება გულთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას უკავშირდება.

„როიტერი“ საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტი ამჟამად ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სერბეთის 49 წლის პრეზიდენტმა პოლიტიკური კარიერა 1993 წელს დაიწყო. რამდენიმე მაღალი პოლიტიკური რანგის შესრულების შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩი ქვეყნის პირველი პირი 2017 წელს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში პრეზიდენტს ნომინალური პასუხისმგებლობა აქვს, ალექსანდრ ვუჩიჩი პოლიტიკურ ძალაუფლებას ქვეყანაში ამ დრომდე ინარჩუნებს.