სერბეთის პრეზიდენტი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება
სერბეთის პრეზიდენტი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება. მისი თქმით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს სერბეთში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„სიტუაცია საავადმყოფოებში მძიმეა, რადგან დღეში ექიმებს კვლევებისთვის 10 000 ადამიანი მიმართავს, რომელთაგან 1000-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. თავისუფალი საწოლები აღარ არის. ახლა ალბათ გვესმის, რა სიტუაციაში ვართ. თუ ჩვენ, ყველა არ გამოვიჩენთ მეტ პასუხისმგებლობას, მაშინ კატასტროფული სცენარი გარდაუვალია“,- განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ბოლო 24 საათში სერბეთში ვირუსის 7 579 შემთხვევა გამოვლინდა. ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, ათჯერ მეტი იყოს.

სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სერბეთში „კოვიდ-19“-ით 1 315 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო სერბეთში 24 ნოემბრიდან ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.