სერბეთის ნაკრები მლადენ კრსტაიჩს ჩააბარეს
სერბეთის ნაკრები მლადენ კრსტაიჩს ჩააბარეს

სერბეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დაამტკიცა, – წერს სააგენტო France Press. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის ოფიციალური პრეზენტაცია იანვარში გაიმართება.

ნოემბერში სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სლავოლიუბ მუსლინმა, არადა, სწორედ მან გაიყვანა ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. იქედან მოყოლებული, სერბეთის ნაკრები უმწვრთნელოდ იყო დარჩენილი.

გაისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრები ჯგუფში ბრაზილიასთან, შვეიცარიასთან და კოსტა რიკასთან ითამაშებს.