სერბეთის ნაცვლად საფრანგეთში - დავითაშვილს „ლორიენი“ იწვევს #1TVSPORT
სერბეთის ნაცვლად საფრანგეთში - დავითაშვილს „ლორიენი“ იწვევს #1TVSPORT

შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილმა კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელოს, – ინფორმაციას MatchDay ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ იყო ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ 21 წლის ფეხბურთელი სერბეთში გადადიოდა – ჯერ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა დასახელდა“, შემდეგ კი მეორე ბელგარდული კლუბი – „პარტიზანი“.

ორივე ეს ინფორმაცია არასწორი გამოდგა. ფეხბურთელის ოჯახში საქართველოს პირველ არხს უთხრეს, რომ სერბეთში ზურიკოს წასვლაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რადგან მას მიწვევები უკეთეს ლიგაში გააჩნია.

თუმცა, საბოლოოდ, „ლორიენის“ საკითხი არ გაოფიციალურებულა და არც ფრანგულ კლუბს გაუკეთებია განცხადება. საფეხბურთო კლუბი ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთის ლიგა 1-ში, ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში.