სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, ვალიევოს ეპისკოპოსი მილუტინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ეპისკოპოსი მილუტინი ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც ცნობილია, 71 წლის ეპისკოპოსს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის 766 336 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 160 001 ადამიანი უკვე განიკურნა. 36 873 ადამიანისთვის ვირუსი ფატალური აღმოჩნდა.