სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

08:16, 28.06.2020

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ილია პეტკოვიჩი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გახდა კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გამოწვეული რესპირატორული დაავადება.

თავდაპირველად პეტკოვიჩი საავადმყოფოში კუჭის წყლულის გამო მოხვდა, მაგრამ მისი მდგომარეობა Covid-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ გაუარესდა.

პეტკოვიჩმა იუგოსლავიის ნაკრებში 43 მატჩი ჩაატარა. ის ასევე სათავეში ედგა სერბეთის ნაკრებს 2000-2001 და 2003-06 წლებში.

მსგავსი