სერბეთის ცესკო-ს ბოლო ანგარიშით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ ხმათა 52.33% მიიღო, „ალექსანდარ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთმა“ კი – 39.44%
სერბეთის საარჩევნო კომისიის ბოლო ანგარიშით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ ხმათა 52.33% მიიღო, პარტია „ალექსანდარ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთმა“ კი – 39.44%.
ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერბეთის ცესკო-მ 7 998 საარჩევნო უბნის მონაცემები დაითვალა და ამ დროისთვის „სტუდენტურმა სიამ“ 2 158 583 ხმა მიპოვა, ვუჩიჩის პარტიამ – 1 626 684 ხმა.
ამასთან, პარტია „ივიცა დაჩიჩი – სტაბილურობის ფაქტორმა“ 90 486 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 2.19%-ს შეადგენს.
სერბეთის საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 68.76%-მა დააფიქსირა.