სერბეთი ბუნებრივ აირზე რუსეთთან სამწლიანი შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
სერბეთი ბუნებრივ აირზე რუსეთთან სამწლიანი შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთთან ბუნებრივი აირის სამწლიანი შეთანხმების გაფორმებას აანონსებს. „სიენენის“ ცნობით, ამის თაობაზე ვუჩიჩმა სერბეთის ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სერბეთის პრეზიდენტი ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას თავისი ქვეყნისთვის „ხელსაყრელს“ უწოდებს.

„ეჭვგარეშეა, ეს ყველაზე დაბალი ფასია მთელ ევროპაში. რაზეც შევთანხმდით ჩვენ, მე და პუტინი, ძალიან ხელსაყრელია სერბეთისთვის და შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთ კონტრაქტს გავაფორმებთ, პირველ ნაწილს, რომელიც 3-წლიანია“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

„გაზპრომთან“ არსებული 10-წლიანი კონტრაქტის ვადა სერბეთს დღეს ეწურება.

სერბეთი არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. „სიენენი“ წერს, რომ მიუხედავად იმისა, ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გაერო-ს ორ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სერბეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.