მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი სამარაში გაიმართა. მეოთხე სათამაშო დღე „E“ ჯგუფის მატჩით გაიხსნა – კოსტა-რიკა სერბეთს შეხვდა.
თამაში დაძაბული გამოდგა, ტერიტორიულ უპირატესობას სერბეთი ფლობდა, რომელიც მეტოქეს პრესინგით ავიწროებდა. მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი კოსტა-რიკამ შექმნა: მე-12 წუთზე, ჯან-კარლო გონსალესს სერბეთის კარის აღება და ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავური დარტყმა კარს აცდა.
მე-15 წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩი საჯარიმოში მცველებს კარგად გაცდა, მაგრამ არაზუსტი პასი გამოუვიდა და სახიფათო მომეტი მცველმა განმუხტა.
26-ე წუთზე ახლოდან გატანის მშვენიერი შანსი ალექსანდრ მიტროვიჩს მიეცა, თუმცა, ბურთს მცველი გადაეფარა და კოსტა-რიკელები გადაურჩნენ. 39-ე წუთზე უკვე მარკოს ურენიამ შეუტია, თუმცა, მიზანს ააცილა.
ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა – 57-ე წუთზე სერბი ალექსანდრე კოლაროვის შესრულებული შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით სერბები 1:0 დაწინაურდნენ და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!