სექტემბრის მატჩებისთვის საფრანგეთის ნაკრებში ორი დებიუტანტია #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის.
„გლადბახის“ ნახევარმცველმა, მანუ კონემ და „ბაიერნის“ გარემარბმა მაიკლ ოლისემ პირველად მიიღეს ეროვნულ გუნდში გამოძახება.
მეკარეები – მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ბრის სამბა (ლანსი);
მცველები – ჟონათან კლოსი (ნიცა), უესლი ფოფანა (ჩელსი, ინგლისი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), ფერლანდ მენდი (რეალი, რეალი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი);
ნახევარმცველები – იუსუფ ფოფანა (მილანი, იტალია), ნ’გოლო კანტე (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), მანუ კონე (გლადბახი, გერმანია), ორელიენ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი);
თავდამსხმელები – ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (რეალი, ესპანეთი), რანდალ კოლო მუანი (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია).
საფრანგეთის ნაკრები 6 და 9 სექტემბერს შინ მიიღებს იტალიასა და ბელგიას.