სენტ ლუისში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

12:05, 04.07.2018

აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ხუთი დაიჭრა. „ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, ცეცხლი ფურგონის მძღოლმა გახსნა.

ინციდენტი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ჯერჯერობით მოკლულთა ვინაობა დადგენილი არ არის. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ.

როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერენ, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი