„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო – ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

00:52, 01.09.2026

ზურიკო დავითაშვილმა ახალ სეზონში პირველად ითამაშა „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში და სტუმრად „დიჟონთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურის დაპირისპირებაში „დიჟონიდან“ ტუნისელმა ნახევარმცველმა სემი ჩუჩანემ დუბლი შეასრულა, ხოლო სტუმრებიდან ასევე დუბლი ავსტრიელმა თავდამსხმელმა ტიერნო ბალომ მიითვალა. გამარჯვების გოლი კი განელმა ნახევარმცველმა, აუგუსტინ ბოაკიემ მე-80 წუთზე, სწორედ ქართველის საგოლე გადაცემით გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ოთხი ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 12 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი