„სენტ-ეტიენმა“ „მონპელიე“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში დუბლი შეასრულა და „სენტ-ეტიენს“ „მონპელიესთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:0.

ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და თამაშის მთავარი გმირი გახდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ქართველმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. „სენტ-ეტიენი“ 9 ტურის შემდეგ „ტრუასთან“ და „პაუსთან“ ერთად 20-20 ქულით გათამაშებას ლიდერობს.