„სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის შემცვლელი იპოვა – ქართველი გარემარბი ჯერ ახალ გუნდს ეძებს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენში“ დარჩენის სურვილი არ აქვს და ამის გამო „მწვანეებმა“ მისი შემცვლელი იპოვეს – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ფრანგულ კლუბს ტიერნო ბალო შეუერთდება, რომლის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება სამი მილიონი ევროა – 24 წლის ფეხბურთელი ბოლოს ავსტრიაში, „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა.
L2 Actu-ს მონაცემებით, 25 წლის ქართველ გარემარბით ყველაზე მეტად „ბენფიკა“, „რენი“ და თურქეთის გუნდები (ყველაზე მეტად „ბეშიქთაში“) ინტერესდებიან, მაგრამ არცერთ მათგანთან „ჯვაროსნების“ მოთამაშეს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.
„ბეშიქთაშში“ ფლანგზე ორ ფეხბურთელს განიხილავენ – ზურიკო დავითაშვილსა და არმან ლორიენტეს. თურქული კლუბი ამ ორიდან ერთ-ერთს დაიმატებს.