„სენტ-ეტიენის“ პრესსპიკერი - ზურიკო დავითაშვილი მოედანს ამ კვირაში დაუბრუნდება #1TVSPORT
„სენტ-ეტიენის“ პრესსპიკერი - ზურიკო დავითაშვილი მოედანს ამ კვირაში დაუბრუნდება #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და „სენტ-ეტიენის“ ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ტრავმის გამო „კლერმონთან“ მოგებული (2:1) მატჩი გამოტოვა – ზურიკომ ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი მცირედ დაიზიანა და სამწვრთნელო შტაბში გარისკვა არ ისურვეს.

დავითაშვილი გუნდს ამ კვირაში დაუბრუნდება, რადგან სერიოზული არაფერია, – ამის შესახებ „სენტ-ეტიენის“ პრესსპიკერმა, კლემენ გრიოზმა განაცხადა.

„დავითაშვილი ვარჯიშს ამ კვირას დაუბრუნდება. წესით, მან „სტად დე რეიმსის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩისთვის მწყობრში ჩადგომა უნდა შეძლოს. ასევე მომჯობინდნენ დენის აპია და ებენეზერ ანანი“, – განაცხადა გუნდის პრესსპიკერმა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენი“ მე-6 ტურის შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავს. დავითაშვილის გუნდი „სტად რეიმსს“ საკუთარ მოედანზე 22:00 საათზე დაუპირისპირდება.