„სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი - ზურიკო დავითაშვილი ახლა განსაკუთრებით გვჭირდება #1TVSORT
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ლიგა 2-ის ბოლო ტურში, „მონპელიესთან“ გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში (2:0) მთავარი როლი ითამაშა.
„მწვანეების“ მწვრთნელმა 24 წლის ქართველი გარემარბის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დავითაშვილი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება. მას კარგად შეუძლია თამაშის გამწვავება, სახიფათო მომენტების შექმნა და მეტოქის მცველების წნეხის ქვეშ მოქცევა.
მას ზაფხულში შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ გვინდოდა, რომ დარჩენილიყო, რადგან ჩვენი მიზანი ლიგა 1-ში დაბრუნებაა და ამისთვის ფეხბურთელების შენარჩუნება გვსურდა. ძალიან მიხარია, რომ დავითაშვილი ისევ ჩვენთან თამაშობს“, – თქვა ნორვეგიელმა მწვრთნელმა გაზეთ „ეკიპთან“ საუბრის დროს.