„სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრები გუნდში დავითაშვილის გადასვლაზე - ახალი მხატვარი გვყავს, ის ნამდვილი ბრილიანტია #1TVSPORT
„სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრები გუნდში დავითაშვილის გადასვლაზე - ახალი მხატვარი გვყავს, ის ნამდვილი ბრილიანტია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენში“ გადასვლა, ფაქტობრივად, მხოლოდ ოფიციალურ დადასტურებას ითხოვს, რადგან შეთანხმება არსებობს, დანარჩენი კი ისე ჩანს, როგორც ფორმალური მხარე, რაც საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდის ფანებს ახარებს. მათ შარშან საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დავითაშვილის გატანილი ფანტასტიკური გოლიც აღმოაჩინეს.

„დავითაშვილის გადაბირება კლუბისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. ახალგაზრდა ქართველს, რომელიც მონაწილეობდა ევრო 2024-ზე, წინსვლის ძალიან კარგი წინაპირობა გააჩნია. ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ „სენტ-ეტიენში“. ჩვენს გუნდს ახალი მხატვარი ჰყავს“.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ზურიკო დავითაშვილო“.

„გამოცდილ მცველს და პერსპექტიული შემტევებს ვიმატებთ – ეს ყველაფერი ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. კარგია ცხოვრება“.

„ის მრავალმხრივ ნიჭიერი სუპერტალანტია“.

„ზურიკო დავითაშვილმა 23-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე სუპერგოლი გაიტანა. მან ერთ-ერთ ნიჭი, დრიბლინგის უნარი შესანიშნავად გამოავლინა“.

„საუკეთესო მოთამაშეა, ნამდვილი ბრილიანტი“.

„ქართველმა ევროზე ძალიან კარგად ითამაშა. ტრანსფერი კარგი იქნება მისთვისაც და გუნდისთვისაც“.

„ეს ფანტასტიკური სიახლეა! ვულოცავთ ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენში“ გადასვლას. ეს ახალი თავია მის კარიერაში“, –  „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრები