სენსაცია: ახალი ზელანდია 22:28 ტონგა
სენსაცია: ახალი ზელანდია 22:28 ტონგა

რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდია და ტონგა ერთმანეთს ვაიკატო სთედიუმზე დაუპირისპირდნენ. ფავორიტებად რა თქმა უნდა “კივები” მოიაზრებოდნენ, რომლებიც ასტრალიასთან და ინგლისთან ერთად ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტები არიან.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორ ამას ყველა ელოდა. მე-20 წუთზე პირველი ლელო ზელეზინიაკმა დადო.

ტაიმის დასრულებამდე ზელანდიელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოასწრეს (რაპანა 28′, ტუივასე 39′) და პირველი ნახევარი 16:2 მოიგეს.

თითქოს შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტონგელები ასე არ ფიქრობდნენ. მეორე ტაიმში მოედანზე თითქოს სხვა გუნდები გამოვიდნენ. 48-ე და 59-ე წუთებზე ფუსიტუამ დუბლი შეასრულა, რასაც ახალ ზელანდიელთა გამოცოცხლება მოჰყვა, თუმცა მათი შეტევისას გადაცემა ლოლოჰეამ ჩაჭრა და ტონგელები წინ გაიყვანა. ტონგელთა მეოთხე ლელო ვილ ჰოპოატემ 65-ე წუთზე დადო და გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუტანა.

“კივებმა” ერთხელაც გაიბრძოლეს. 72-ე წუთზე როჯერ ტუივასე-შეკმა დუბლი შეასრულა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც ტონგელმა ფუსიტუამ თქვა, რომელმაც 77-ე წუთზე ჰეთრიკი გაიფორმა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

საბოლოო ანგარიში 22:28.

სამოელების და შოტლანდიელების დაპირისპირება ფრედ 14:14 დასრულდა. სათამაშო დღის დასრულებამდე კი ავსტრალია ლიბანს შეხვდება.