სენსაციური ნახევარფინალები - თასისთვის „არმია“ მეორელიგელ „სპორტუნის“ შეხვდება #1TVSPORT
სენსაციური ნახევარფინალები - თასისთვის „არმია“ მეორელიგელ „სპორტუნის“ შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება. სენსაციური ნახევარფინალური თამაშების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტიტულისთვის ერთმანეთს „სპორტუნი“ (სპორტის უნივერსიტეტი) და „არმია“ დაუპირისპირდებიან.

ლიგა 2-ის „სპორტუნი“ სენსაციების ავტორი გახდა – „წალენჯიხისა“ და შარშანდელი ფინალისტის, კსუ-ს შემდეგ, გათამაშებიდან თასის მფლობელი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსიც“ გამოთიშა.

სპორტუნისთან“ ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი და თასის გამარჯვებული „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ იყო მიჩნეული, რაც მატჩის სტარტზე თამაშით დაამტკიცეს. დავით ხეჩიკაშვილის, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას გოლებით გუნდი 3:0-ს იგებდა.

სტუდენტებმა შეუძლებელი შეძლეს და ნუგზარ გოგაშვილის, გიორგი გაზდელიანის და შიშა ექსეულიძის გოლებით ანგარიში გაათანაბრეს, პენალტების სერია კი „სპორტუნმა“ უკეთ შეასრულა (6:5) და ფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალი მე-15 ტურის გამეორება გახლდათ, რომელშიც „არმიამ“ პსპ-ს სძლია. არმიელებმა თავიდანვე კარგად ითამაშეს, 4:3 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.