შეხვედრა ფუტსალის ლიგის კლუბებთან – 2025 წლიდან სუპერთასი გათამაშდება #1TVSPORT

13:47, 07.08.2024

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. Შეხვედრას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი ზურაბ გელაშვილი ესწრებოდნენ.

ტრადიციულ წინასასეზონო შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ფუტსალის ლიგის გათამაშების 2024/25 წლების სეზონის ფორმატის შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 26 სექტემბერს დაიწყება. მთავარ ლიგაში კვლავ რვა გუნდი იასპარეზებს. მათ შორის ორი დებიუტანტია: „დინამო თბილისი“ და „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდი.

2025 წლიდან, სეზონის დასრულების შემდეგ ფუტსალის კლუბებს შორის სუპერთასი გათამაშდება – შეხვედრაში ერთმანეთს ფუტსალის ლიგისა და თასის გამარჯვებული კლუბები დაუპირისპირდებიან.

მსგავსი