გუშინ, ევროპის ქალაქებში ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩები ჩაატარეს. დიდი სენსაცია დაფიქსირდა ვილნიუსში. „სიმენს არენაზე“ ლიეტუვა „ცე“ ჯგუფის აუტსაიდერ „დანიას“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად 76-80 დამარცხდა.
დანიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს (13-22). დანიის რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლუნგბერგმა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.
ლიეტუველებს შემადგენლობაში სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. გუნდს ძირითადი შემადგენლობის ძირითადი ბირთვი აკლდა. ყველაზე მეტი ქულა გალიუსის (16 ქულა) ანგარიშზეა. ამავე ჯგუფში ბელგიამ ჩეხეთს სტუმრად 62-90 სძლია.
ჰოლანდია – შვედეთი 78-76
ხორვატია – თურქეთი 79-62
დიდი ბრიტანეთი – საფრანგეთი 56-79
საბერძნეთი – ლატვია 66-77
ბოსნია – ბულგარეთი 88-49
გერმანია – მონტენეგრო 74-80