სენეგალში ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 34 მიგრანტი ემსხვერპლა

12:00, 09.11.2026

სენეგალში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 34 მიგრანტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა სენეგალის დედაქალაქ დაკარიდან ჩრდილოეთით, 180 კილომეტრში მოხდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სენეგალის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა 6 ნოემბერსაც მოხდა, როდესაც 142 მიგრანტი დააკავეს. მათი თქმით, მიგრანტები ესპანეთში ჩასვლას გეგმავდნენ, ხოლო ნავში დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, კანარის კუნძულებზე მიგრანტთა ნავებით ჩამსვლელთა რაოდენობის მკვეთრი მატების გამო ხელისუფლებამ ელ-იეროს კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოფიციალური პირების თქმით, ბოლო დღეებში ელ-იეროში 30 ნავით 3300-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

მსგავსი