სენეგალმა პოლონეთი დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის „H“ ჯგუფის მატჩში პოლონეთი სენეგალს დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. დაპირისპირების ფავორიტად პოლონელები ითვლებოდნენ, თუმცა სენეგალმა მეტოქე დაჯაბნა და დაძაბულ თამაშში გამარჯვება მოიპოვა.

85-ე წუთამდე სენეგალი ორბურთიანი უპირატესობით იყო წინ. მატჩის პირველი გოლი 37-ე წუთზე იდრისა განას დარტყმას მოჰყვა, რომელიც ძლიერი არ იყო, მაგრამ ბურთი ტიაგო ჩონეკს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და პოლონელთა კარში აღმოჩნდა. მეორე ბურთი პოლონელი მცველების ძალიან უხეში შეცდომის შედეგად გავიდა. მეკარისთვის უკან გადაწოდებული ბურთი მბაიე ნიანგმა ჩაჭრა და ცარიელ კარში გატანა აღარ გაჭირვებია.

პოლონელებმა ერთი გოლი 86-ე წუთზე გაქვითეს. საჯარიმო მოედანში ჩაგდებულ ბურთს კრიხოვიაკი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა. პოლონელებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. მატჩისთვის მსაჯის მიერ დამატებულ 4 წუთში ევროპელები ანგარიშის გათანაბრებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა სენეგალელებმა თავი კარგად დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!