სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია აფრიკის თასის ტიტულის ჩამორთმევას გაასაჩივრებს #1TVSPORT
სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია აფრიკის ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) ასაჩივრებს.
მას შემდეგ, რაც სენეგალს აფრიკის თასის ტიტული ჩამოერთვა და გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა, ფეხბურთის ფედერაციამ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ფედერაციამ უკვე დაიქირავა ადვოკატი, რომელსაც მსგავს თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
ფედერაციის წარმომადგენელი, მუსა მბაიე საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დეზინფორმაციას და დაელოდონ ოფიციალურ ვერდიქტს.
აფრიკის თასის ფინალში სენეგალმა მაროკო 1:0 დაამარცხა, თუმცა მატჩის ძირითადი დროის მიწურულს მოედნის დატოვების გამო გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ტიტული ჩამოერთვა.