სენეგალი მუნდიალის 24-ე ფინალისტია
სენეგალი მუნდიალის 24-ე ფინალისტია

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რიგით 24-ე ფინალისტი გახდა.

გუნდმა აფრიკის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა მას შემდეგ, რაც სტუმრად 2:0 დაამარცხა სამხრეთ აფრიკა. ერთი გოლი „ვესტჰემის“ ფორვარდმა დიაფრა საკომ გაიტანა, მეორე კი სამხრეთაფრიკელი ტამსანგა მკიზეს ავტოგოლი იყო.

ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის 32 ფინალისტიდან 24:

1. რუსეთი (მასპინძელი)
2. ბელგია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის H ჯგუფში)
3. ირანი (პირველი ადგილი აზიის შესარჩევის A ჯგუფში)
4. იაპონია (პირველი ადგილი აზიის შესარჩევის B ჯგუფში)
5. მექსიკა (პირველი ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
6. ბრაზილია (პირველი ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
7. სამხრეთ კორეა (მეორე ადგილი აზიის შესარჩევის A ჯგუფში)
8. საუდის არაბეთი (მეორე ადგილი აზიის შესარჩევის B ჯგუფში)
9. გერმანია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის C ჯგუფში)
10. ინგლისი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის F ჯგუფში)
11. ესპანეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის G ჯგუფში)
12. კოსტა რიკა (მეორე ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
13. ნიგერია (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის B ჯგუფში)
14. პოლონეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის E ჯგუფში)
15. ეგვიპტე (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის E ჯგუფში)
16. სერბეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის D ჯგუფში)
17. ისლანდია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის I ჯგუფში)
18. საფრანგეთი (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის A ჯგუფში)
19. პორტუგალია (პირველი ადგილი ევროპის შესარჩევის B ჯგუფში)
20. ურუგვაი (მეორე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
21. არგენტინა (მესამე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
22. კოლუმბია (მეოთხე ადგილი სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში)
23. პანამა (მესამე ადგილი კონკაკაფ-ის შესარჩევ ჯგუფში)
24. სენეგალი (პირველი ადგილი აფრიკის შესარჩევის D ჯგუფში)