სენატორმა როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი მამაკაცისა და ქალის სქესის განსაზღვრის შესახებ - არ მეგონა, თუ დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომ არსებობს ორი სქესი, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა
სენატორმა როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი მამაკაცისა და ქალის სქესის განსაზღვრის შესახებ - არ მეგონა, თუ დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომ არსებობს ორი სქესი, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა

აშშ-ის კონგრესის სენატორმა კანზასიდან, როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა „2024 წელს მამაკაცისა და ქალის სქესის განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მამრობითი და მდედრობითი სქესის განსხვავებები. კანონპროექტის თანახმად, ამგვარი განსაზღვრება საჭიროა სქესის, როგორც ბიოლოგიური ჭეშმარიტების განსაზღვრებაში მზარდი გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად.

„როგორც ექიმმა, რომელიც ხუთი ათასზე მეტ მშობიარობას დავესწარი, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ბავშვებში სქესის თემის ანგარებით პოლიტიზება და საკუთარი რადიკალური მიზნებისთვის ამის პაიკივით გამოყენება არა მხოლოდ არასწორი, არამედ ძალიან სახიფათოა. არ მეგონა, დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომელიც გვეტყოდა, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა“, – განაცხადა მარშალმა.

ამასთან, მარშალის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ყოველი ადამიანი არის მამაკაცი ან ქალი“ და „ადამიანის სქესი არავითარ შემთხვევაში არ განისაზღვრება რაღაც პირობებით ან თვითიდენტიფიცირებით“.

კანონპროექტს მხარს უჭერენ რესპუბლიკელი სენატორები აიდაჰოდან, ჯეიმს რიში და მაიკ კრაპო, აგრეთვე მისისიპიდან სინდი ჰაიდ-სმიტი. კანონპროექტს აგრეთვე დადებითად აფასებენ კონსერვატიული ჯგუფები – Heritage Action-ი, Family Research Council-ი, Concerned Women of America და Alliance Defending Freedom-ი.

„ჩვენ სქესის იურიდიული განმარტების კოდიფიცირება უნდა მოვახერხოთ, რათა ის დაეყრდნოს მეცნიერებას და არა – გრძნობებს. ჩვენი კანონმდებლობით, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ბავშვებზე თავდასხმას  გავანეიტრალებთ“, – აღნიშნა სენატორმა როჯერ მარშალმა.