სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა
სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა

რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ჯონსონმა განაცხადა, „კარგი იქნებოდა, თუ სენატი მიიღებდა რეზოლუციას, რომელშიც მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდა“.

„სენატის რეზოლუცია პოტენციურად იქნებოდა მნიშვნელოვანი შეტყობინება, ამ რეზოლუციაში ჩვენ შეგვიძლია, მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში შეთანხმებისკენ და ამ დავის გადაჭრისკენ. ცხადია, ამ დავის გადაჭრა იოლი არი არის და ამას ჩვენც ვაღიარებთ, თუმცა ეს მათი გასაკეთებელია. არავის შეუძლია მათზე ზეწოლა. საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება აშშ-ს, გამოვხატოთ ჩვენი ნება ერთი ან მეორე მხარის მიმართ. ეს სერბეთს და კოსოვოს შემთხვევას წააგავს. ასეთი რამ დრო და დრო გვესმის ხოლმე. სინამდვილეში, ყველაფერი თავად მათზეა დამოკიდებული. ასე რომ, სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ რეზოლუციაზე“, – აღნიშნა რონ ჯონსონმა.

დატოვე კომენტარი