სენატორი რონ ჯონსონი - აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე
სენატორი რონ ჯონსონი - აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე

აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, შიდა უსაფრთხოების კომიტეტისა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წლის თავზე აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ ხაზზე“, – წერს რონ ჯონსონი.