სენატორი რენდ პოლი აცხადებს, რომ მას დემონსტრანტები თავს დაესხნენ
რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლს დემონსტრანტები თავს დაესხნენ. ამის შესახებ სენატორი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „განრისხებული ბრბო, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა, თეთრი სახლიდან ერთი კვარტლის მოშორებით დაესხა თავს“.
„მადლობა ვაშინგტონის პოლიციას, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე შეშლილი ბრბოსგან“, – წერს რენდ პოლი.
გავრცელებულ ვიდეოში, რომლის ავთენტურობის დადასტურება სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო, ჩანს, რომ რესპუბლიკელ სენატორს და მის მეუღლეს დემონსტრანტები უყვირიან, ხოლო პოლიცია მათ დაცვას ცდილობს.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტოვი უცნობია. შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ტრამპი თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლზე თავდასხმას მიუღებელი უწოდა მისმა კოლეგამ, ტედ კურზმა. მისივე თქმით, დემონსტრანტები კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელს დაესხნენ თავს, რომლებიც პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრებოდნენ.
Just got attacked by an angry mob of over 100, one block away from the White House. Thank you to @DCPoliceDept for literally saving our lives from a crazed mob.
— Senator Rand Paul (@RandPaul) August 28, 2020
A violent BLM mob tries to assault @RandPaul & his wife @KelleyAshbyPaul as they leave the RNC White House event. pic.twitter.com/dgLcQaoc69
— Andy Ngô (@MrAndyNgo) August 28, 2020