სენატორი ჯონ მაკკეინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტაშს უკრავს. ამასთან, ჯონ მაიკკეინი მადლობას უხდის ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს.
„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან სამხედრო მოქმედებები განახორციელა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე მადლობელი ვარ ჩვენი ბრიტანელი და ფრანგი მოკავშირეების, რომ ამ ქმედებებს შეუერთდნენ. იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ სირიისთვის და მთელი რეგიონისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგია გვჭირდება” – წერს ჯონ მაკკეინი.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.