სენატორი ლინდსი გრემი – დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, ომი შობამდე დასრულდება
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, მაშინ უკრაინაში ომი, შესაძლოა, შობამდე დასრულდეს. ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი წერს.
მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრა თუ არ შედგა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სერიოზული შედეგები დააკისროს.
„თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ მე ფრთხილად ოპტიმისტური ვიქნები, რომ ეს ომი შობამდე დასრულდება. თუ ეს შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, სერიოზული შედეგები დააკისროს პუტინს და ყველას, ვინც მის ნავთობს და გაზს ყიდულობს“, – წერს ლინდსი გრემი.
If there’s a trilateral meeting between President @realDonaldTrump, President Zelensky and Putin, then I am cautiously optimistic that this war will end well before Christmas.
If the meeting doesn’t happen, I think President Trump may deliver severe consequences to Putin and… pic.twitter.com/rI5rpAAKM5
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) August 16, 2025