სენატორი ჯინ შაჰინი - იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა და ენმ გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში
სენატორი ჯინ შაჰინი - იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა და ენმ გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში

ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ, – ამის შესახებ სენატორმა ჯონ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ წავა დათმობებზე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში.

„სენატში მოსმენაზე ვიხილეთ ის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს დემოკრატიის, ინსტიტუტების რეფორმების, განსაკუთრებით დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობის გზაზე, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აქვს განგრძობითი მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის კუთხით. მე და სენატორი რიში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ.

შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, ენმ, გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და ქართველი ხალხის ინტერესი დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.