სენატორი ჯიმ რიში - ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი ლიდერებს აგებინებს პასუხს, საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება
სენატორი ჯიმ რიში - ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი ლიდერებს აგებინებს პასუხს, საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება

ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი ლიდერებს აგებინებს პასუხს, საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის ხმამ“ სენატორს შეკითხვა დაუსვა საქართველოსთვის ამერიკის დახმარების პირობითობასთან დაკავშირებით, რაც სენატში მოსმენაზე რიშმა აღნიშნა, იმაზე დაყრნობით, მოგვარდება თუ არა კრიზისი. „თქვენ წარსულში მოუწოდებდით ქართველ კოლეგებს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს თუ დემოკრატიის სხვა პრობლემების გადაჭრისკენ. თუმცა, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ამისთვის საქართველოში ყური არ უთხოვიათ, რადგან არ გვინახავს პროგრესი ამ საკითხებზე. რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ?“ – დაინტერესდა „ამერიკის ხმა“.

„პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.