გივი მიქანაძე ფონიჭალაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფონიჭალაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ეს არის ერის საერთო ტკივილი და ამ მძიმე წუთებში მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ გარდაცვლილთა შორის სკოლის მოსწავლეები არიან. ეს არის ჩვენი ერის საერთო ტკივილი და ამ მძიმე წუთებში მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს განათლების მინისტრი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.